2019 წლის აგვისტოში საქართველოში 1,358,598 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +4.9%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 753,648 შეადგინა, რაც 16,599 -ით მეტია 2018 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა +2.3%).
ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ნიდერლანდები +43.7%, გაერთიანებული სამეფო +32.5%, პოლონეთი +31.6%, გერმანია +27.1%, საფრანგეთი +23.1%, და სხვა.
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი +87.2%, ყირგიზეთი +63.3%, ყაზახეთი +53.4%, ჩინეთი +34.3%, საუდის არაბეთი +31.5% და სხვა.
რაც შეეხება იმ ქვეყნების ტოპ ათეულს, საიდანაც ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტი შედგა პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი 226,133 ვიზიტით (+12.8%), მე-3 ადგილზეა სომხეთი
191,817 ვიზიტით (+4.5%) მე-4 ადგილზე კი თურქეთია 154,834 ვიზიტით. (+6.8%). რაც შეეხება რუსეთიდან ვიზიტების რაოდენობას -8.5% კლების მიუხედავად რუსეთი ტოპ ათეულში 207,899-ვიზიტით მე-2 ადგილზეა.
რუსეთიდან ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 148,298 შეადგინა, რაც 30,431-ით ნაკლებია 2018 წლის მაჩვენებელზე (კლება -17%).
2019 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოში 6,320,516 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.2%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 3,451,272 შეადგინა, რაც 215,472-ით მეტია 2018 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა +6.7%).
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან (+14.6%), აზერბაიჯანიდან (+7.1%), სომხეთიდან (+3.3%) და თურქეთიდან (+1%) შედგა
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გერმანია +37.4%, ლატვია +28.1%, პოლონეთი +28%, გაერთიანებული სამეფო +26%, საფრანგეთი +24.7%, ნიდერლანდები +23.5% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი +141.7%, ყირგიზეთი +94.9%, ყაზახეთი +53.9%, ჩინეთი +48.6%, საუდის არაბეთი +44.6%, ქუვეითი +33.2% და სხვა.