უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი 2019 წლის აგვისტოში 186 131 მგზავრს მოემსახურა და იმავდროულად რეისების 72%-ი დაგვიანების გარეშე, დროის სრული დაცვით განახორციელა. როგორც avianews-ს SkyUp Airlines-დან აცნობეს, აგვისტოში “ლოუკოსტერმა” 1103 რეისი განახორციელა, საიდანაც რეისების 61%-ი რეგულარული, ხოლო 39%-ი ჩარტერული ავიარეისი იყო.

SkyUp Airlines-ის ინფორმაციით, აგვისტოში ავიაკომპანიის მიერ განხორციელებული რეგულარული ავიარეისებიდან ყველაზე პოპულარულ მიმართულება იყო ბათუმი, თბილისი და ბარსელონა, ხოლო ჩარტერული ავიარეისებიდან – შარმ ელ შეიხი, ჰურგადა და მონასტირი.

ავიაკომპანიის ინფორმაციითვე, აგვისტოში რეისების მხოლოდ 10%-ი შესრულდა 1 საათი და მეტი დროის დაგვიანებით. 18%-ის შემთხვევაში კი რეისის განხორციელება 15 წუთიდან 1 საათამდე პერიოდში იყო.