2022 წლის აგვისტოში, 2021 წლის იმავე თვესთან შედარებით, ევროკავშირში კომერციული ფრენების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Eurostat-ი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი პანდემიამდელი პერიოდის, ანუ 2019 წლის მონაცემებს აგვისტოს 14%-ით ჩამორჩება.
2022 წლის აგვისტოში, 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით, ევროკავშირის მხოლოდ ორ ქვეყანაში დაფიქსირდა კომერციული ფრენების რაოდენობის ზრდა: საბერძნეთში – 5% და ლუქსემბურგში – 2%.
ყველაზე მეტად ფრენების მაჩვენებელი სლოვენიაში გაუარესდა და კლებამ 42% შეადგინა.