ფინური საოჯახო კომპანია აეროპორტში მსოფლიოში პირველ მეორადი ნივთების მაღაზიას გახსნის, რომელიც ჰელსინკის აეროპორტის ტერმინალში განთავსდება.
Relove-ს სახელით აეროპორტის ტერიტორიაზე განთავსდება მეორადი ნივთების მაღაზია და კაფე, სადაც ვეგანურ და უგლუტენო პროდუქტების შეკვეთა იქნება შესაძლებელი.
ჩვეულებრივ, აეროპორტები ამაყობენ ძვირადღირებული ბრენდირებული ბუტიკებით. თუმცა, ამ შემთხვევაში, თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ცირკულარული ეკონომიკის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას უფრო მეტ ადამიანზე და საერთაშორისო მომხმარებელს, განაცხადეს მეწარმეებმა ნურა ჰაუტაკანგასმა და ეერო უკონენმა, რომლებიც ფლობენ Relove-ს მაღაზიებს.
მათი თქმით, მეორადი ნივთების მაღაზია ჰელსინკის აეროპორტში ორიენტირებული იქნება მაღალი ხარისხის პრემიუმ და დიზაინერულ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე.
მეორადი ნივთების მაღაზია ჰელსინკის აეროპორტში 2023 წლის შემოდგომაზე გაიხსნება, როდესაც აეროპორტი გამგზავრების ზონის რეკონსტრუქციას დაასრულებს.