თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღია კარის დღე მიმდინარეობს, სადაც TAV Georgia დასაქმების მსურველებს ელოდება. მათ ვინც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში დასაქმებითაა დაინტერესებული შანსი აქვს აეროპორტში შესაბამისი სამსახური იპოვონ და კარიერული ზრდა განაგრძონ. თბილისის შემდეგ ანალოგიური ღონისძიება ბათუმის აეროპორტშიც გაიმართება.
„დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვმასპინძლობთ ღია კარის დღეს დასაქმების ფორუმს. ეს ფორუმი ტარდება TAV Georgia-ს ორგანიზებით და არის მნიშვნელოვანი არა მარტო აეროპორტისთვის. აეროპორტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი საავიაციო ბიზნესის და ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება ახალგაზრდებისთვის, საინტერესო იქნება სტუდენტებისთვის. ის ასევე საინტერესო იქნება უკვე კურსდამთავრებულებისთვის, არამარტო საავიაციო უნივერსიტეტის არამედ სხვა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის, ჩვენ გაქვს სხვადასხვა ვაკანსიები. დღეისათვის ვართ ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი საქართველოში. დღეის მონაცემებით კომპანიაში, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში, 1500 თანამშრომელია დასაქმებული. ვგეგმავთ, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც იგივე ღონისძიება ჩავატაროთ და მიეცათ შანსი ადამიანებს, რომ დასაქმდნენ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში.
ვაკანსიები არის სხვადასხვა არის ოპერირების ნაწილში: გადაზიდვების აგენტები, მომსახურების თანამშრომლები, ასევ არის ადმინისტრაციული პოზიციებიც“, – განაცხადა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ.