გაზეთ Daily Mail-ის ინფორმაციით, 10 წლის ბიჭუნას აეროპორტში მაისურის გახდა მოუხდა. მიზეზი კი მის მაისურზე გამოსახული ქვეწარმავალი გახდა. სტივ ლუკასი, რომელიც მშობლებთან ერთად მგზავრობდა და ახალი ზელანდიიდან სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრებოდა, აეროპორტში ჩასხდომის გამოცხდებამდე კიდევ ერთხელ შეამოწმეს. ამის მიზეზი კი მაისურზე გამოსახული ქვეწარმავალი იყო. აეროპორტის თანამშრომლებმა ბიჭუნას და მის მშობლებს აუხსნეს, რომ მსგავსმა მაისურმა შესაძლოა სხვა მგზავრები შეაშინოს. დედამ გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად შვილს მაისური გახადა და თავად ამ სიტუაციას საკმაოდ იუმორით მოეკიდნენ