Georgian Airways-ის ლონდონი-თბილისის რეისის მგზავრთა ბედი კვლავ გაურკვეველია, რადგანაც აეროპორტიდან ფრენების განხორციელების ზუსტი დრო ამ დრომდე უცნობია. მგზავრები აეროპორტში უკვე რამდენიმე საათია იმყოფებიან და მათ აეროპორტის გარეთ გამოსვლა აკრძალული აქვთ. Georgian Airways-ში განმარტავენ, რომ ლონდონის გეტვიკის აეროპორტში ფრენების აღდგენას სულ 110 000 მგზავრი ელოდება.
“მათ შორის Georgian Airways-ის 89 მგზავრი ლონდონი – თბილისის მიმართულებით.
Georgian Airways-ის წარმომადგენელი გეტვიკის აეროპორტში არის ბრიტანული კომპანია Airline Services, რომელიც ასევე გეტვიკის აეროპორტში ოპერირებს.
მგზავრებს საინფორმაციო ცენტრი საქართველოდან ატყობინებს მიმდინარე სიტუაციის შესახებ, ვინაიდან გეტვიკის აეროპორტი პარალიზებულია.
Georgian Airways-ი, ისევე როგორც ყველა სხვა ავიაკომპანია ელოდება გეტვიკის აეროპორტის შეტყობინებას ფრენის აღდგენასთან დაკავშირებით.
სიტუაცია ფორს მაჟორულია“, აცხადებენ Georgian Airways-ში.