,,სისხლის ბანკისა“ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ორგანიზებით, ქუთისის საერთაშორისო აეროპორტში სისხლის უანგარო დონორთა აქცია გაიმართა. აქციაში აეროპორტის თანამშრომლები ჩაერთვნენ.

უანგარო დონორების მიერ ჩაბარებული სისხლით, ,,სისხლის ბანკი“ სისხლის კომპონენტებს ამზადებს და ქვეყნის მასშტაბით კლინიკებს ამარაგებს.

ნებისმიერი პათოლოგიით შეპყრობილ ადამიანს, რომლის განკურნების ან ჯანმრთელობის შენარჩუნების შესაძლო, ერთადერთი გზა სისხლის გადასხმაა, თანაბარი სიმწვავით ესაჭიროება ვირუსუსაფრთხო სისხლი, რომლის გარანტიც უანგარო დონორია.