აეროპორტი “სტამბოლი” მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების ათეულში მეორე პოზიციაზეა. ამერიკული ჟურნალის  Travel + Leisure-ს მიერ შედგენილ რეიტინგში  “მსოფლიოს საუკეთესო 10 აეროპორტი” “სტამბოლი” მოწინავე პოზიციაზეა. რეიტინგში პირველი ადგილი სინგაპურის “ჩანგის” აეროპორტს უკავია. 

შეგახსენებთ, რომ ექსპლუატაციაში 2018 წლის ბოლოს შევიდა. მშენებლობის ყველა ეტაპის დასრულების შემდეგ “სტამბოლი” თავისი შესაძლებლობებით, შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე დიდი აეროპორტადაც კი დასახელდეს.

მაშ ასე, The Top 10 International Airports-ში მოხვდნენ: 

1. Singapore Changi Airport,

2. Istanbul Airport,

3. Incheon International Airport,

4. Dubai International Airport,

5. Hamad International Airport, Doha, Qatar,

6. Haneda (Tokyo International) Airport,

7. Hong Kong International Airport,

8. Narita International Airport, Japan,

9. Zurich Airport, Switzerland,

10. Osaka International Airport, Japan.