თურქეთის სახელმწიფო აეროპორტების ადმინისტრაციის DHMİ-ის ინფორმაციით, 7-11 აპრილს სტამბოლის ახალმა აეროპორტმა 637 ათას 774 მგზავრი გაატარა. როგორც ცნობილია, სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან აეროპორტ “სტამბოლში” ყველა ავიარეისის გადამისამართება 5-6 აპრილს განხორციელდა. ამის შემდეგ კი აეროპორტმა “სტამბოლმა” მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი აეროპორტის ტიტული მიიღო.
რაც შეეხება 7-11 აპრილის პერიოდს სტამბოლის აეროპორტში 329 ათას 106 ჩამოვიდა, ხოლო 308 ათას 668 მგზავრი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში აეროპორტიდან 2018 თვითმფრინავი აფრინდა, ხოლო 2043 დაჯდა.
საანგარიშო პერიოდში, აეროპორტში ჩამომსვლელ მგზავრთა რაოდენობამ 329 106 მგზავრი, ხოლო გამსვლელი მგზავრების რაოდენობამ კი 308 668 მგზავრი შეადგინა.
ამავე პერიოდში აეროპორტ “სტამბოლში” 2 018 ერთეული დაფრენა და 2 043 ერთეული აფრენა განხორციელდა.