თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში გაზრდილი მგზავრთნაკადის მისაღებად და სათანადო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად სპეციალური კვლევა ჩატარდება. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, მომავალში ჩატარდება კვლევები რათა საერთაშორისო საავიაციო ინდუსტრიის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა შეაფასონ თუ რა ტემპით და როგორ უნდა ვითარდებოდეს საქართველოში აეროპორტები იმისათვის, რომ ის ტენდენცია რომელიც უკვე არსებობს ტურისტებისა და მგზავრთნაკადის მხრივ სწორედ იქნეს შეფასებული და დაგეგმილი.
„ავიაცია არის ის სფერო, სადაც წინასწარი დაგეგმა დიდი პერიოდით ადრე ხდება. კვლევების შედეგად გვექნება კონკრეტული დოკუმენტები, თუ როგორ უნდა ვითარდებოდეს ჩვენი აეროპორტები, რათა მოემსახურონ გაზრდილ მგზავრთნაკადს“, აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.