სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების რეფორმირება იგეგმება. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე განმარტავს, რეფორმის დაწყებამდე მოხდა გაერთიანების სტრუქტურის ანალიზი და დადებული დასკვნით უწყებას საკმაოდ კარგი მაჩვენებლები აქვს.
“აეროპორტების ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენს და ამასთან ერთად ჩვენ ვართ საწარმო. და ისეთი მსხვილი საწარმო როგორიცაა საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აუცილებლად უნდა იყოს სწორად მართული და ჩვენი სტრუქტურა უნდა იყოს საერთაშორისო ხარისხის მართვის სტარნდარტებთან შესაბამისობაში. ძალიან მოხარული ვართ, რომ ჩვენ შერჩეული ვართ პირველ კომპანიად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შემავალი შპს-ებიდან, რომელიც იქნა შეფასებული და შესაბამისი დასკვნაც დაიდო, თუ როგორ ვართ, როგორია ჩვენი სტრუქტურა და კორპორატიული მართვის მოთხოვნებთან იქნა დადარებული. შესაბამისად დადებითი რაც აღინიშნა არის ის, რომ ჩვენ უკვე გვყავს სამეთვალყურეო საბჭო, დაკომპლექტებული ვართ პროფესიული კადრებით და გვაქვს ის მექანიზმები რომელიც არის საავიაციო უსაფრთხოების ხარისხის მართვის, საავიაციო უშიშროების კონტროლის და სახელმწიფო შესყიდვების კონტროლისთვის.
ავიაცია არის ძალიან მზარდი სფერო. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ძალიან დაგვაზარალა აღდგენის დინამიკა სახეზეა და განახლებული პროგნოზებით 2023 წლისთვის ვიქნებით უკვე 2019 წლის მაჩვენებლებზე. ასე რომ ეს რეფორმა საკმაოდ დროულია”, აცხადებს თამარ არჩუაძე.
შეგახსენებთ, რომ მთავრობას სახელმწიფო საწარმოების რეფორმაში მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და OECD ეხმარებიან.