აეროპორტ „სტამბოლში“ მისვლა მეტროს საშუალებით გახდება შესაძლებელი.
22 იანვარს, სტამბოლში ჩქაროსნული მეტროს ხაზის მონაკვეთი კიაგითჰანის რაიონიდან სტამბოლის აეროპორტამდე (IST) დაიწყებს ფუნქციონირებას, – განაცხადა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ კარაისმაილოღლუმ.
მატარებლები ასევე გაივლიან ეიუპის ტერიტორიაზე. მინისტრმა განმარტა, რომ აეროპორტში მოხვედრა კიაგითჰანის სადგურიდან 24 წუთში იქნება შესაძლებელი, გოქთურქის სადგურიდან – 12-ში.
გასული წლის ოქტომბერში M4 ხაზი გაგრძელდა საბიჰა გოქჩენის აეროპორტამდე (SAW), ანუ სტამბულის ორივე აეროპორტთან მისვლა შესაძლებელია მეტროთი.