აეროპორტ “სტამბოლში” საძილე კაფსულების დამონტაჟების შემდეგ, ანალოგიური კაფსულები უკვე სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტშიც გამოჩნდა.
კაფსულები, ტელევიზორები, ინტერნეტი და უფასო ცხელი სასმელები – აღნიშნული სერვისი Sabiha Gökçen Airport-ში უკვე ხელმისაწვდომია. 1 საათიანი სერვისის მიღების ტარიფი კი 7 ევროა.
აეროპორტის კომერციული დირექტორი აცხადებს, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე განთავსებულია სულ 29 საძილე კაფსულა. საიდანაც 10 ქალებისთვის განკუთვნილი კაფსულაა, ხოლო 18 მამაკაცებისთვის, ხოლო ერთიც საოჯახოა.
კაფსულა აღჭურვილია USB-პორტით და ჩამრთველებით, რაც მგზავრს საშუალებას აძლევს დამუხტონ ესა თუ ის მოწყობილობა.