აეროპორტ “სტამბოლის” შემდეგ რობოტი სტამბოლის საბიჰა გოგჩენის საერთაშორისო აეროპორტშიც გამოჩნდა. რობოტი, რომელიც მგზავრთა დახმარებაზეა ორიენტირებული 5 ენაზე საუბრობს.
რობოტი მგზავრებს ნავიგაციაშიც დაეხმარება და საჭიროების შემთხვევაში მგზავრს რეისების და თავად ავიაკომპანიის შესახებ მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას. რობოტს შეუძლია ასევე მგზავრს უკარნახოს, დანიშნულების ადგილზე თუ რომელი ავტობუსით, მატარებლით თუ მეტროთი მივიდეს. რობოტი მგზავრს თურქული სამზარეულოს შესახებაც მოუთხობს.
რობოტი ამ დროისათვის სატესტო რეჟიმში მუშაობს.