რუსულმა ავიაკომპანია Aeroflot-მა გადაწყვიტა უარი თქვას დამსუფთავებელი კომპანიების მომსახურეობაზე და თვითმფრინავის ბორტის დალაგება/დასუფთავება, მათ შორის საპირფარეშოების მოვლა ბორგამყოლებს დაავალოს. 

როგორც რუსული მედია სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული საქმიანობის ბორტგამყოლზე დელეგირების შემდეგ, ფრენის დასრულებისთანავე მათ ტუალეტის გაწმენდა და ნაგვის გადაყრა მოუწევთ. 

თუმცა აღნიშნულ ფაქტზე Aeroflot-ში კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, Aeroflot-მა გარკვეულ მიმართულებებზე ბარგის გარეშე ავიაბილეთების რეალიზაცია უკვე დაიწყო.