ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა ესპანეთში, კანარის კუნძულებზე 3 ბაზის დახურვით, თანამშრომელთა რაოდენობა 200 თანამშრომლით შეამცირა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას TheLocal ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, შემცირება ძირითადად პილოტებსა და ბორგამყოლებს შეეხოთ. 

Ryanair-ი ბაზების დახურვას და პერსონალის შემცირებას Boeing 737 MAX-ის პრობლემებს უკავშირებს. მხოლოდ მარტი-აპრილის პერიოდში “ლოუკოსტერი” 10 ერთეული Boeing 737 MAX-ის მიღებას ელოდებოდა.

ავიაკომპანია განმარტავს, რომ არსებული მგზავრნაკადის მომსახურებისთვის არსებული ავიაპარკი არ ჰყოფნის.