ავიაკომპანია Aegean Airlines-ის მგზავრებს კორონავისურსის გამო, ავიაბილეთების გადაცვლის შესაძლებლობა აქვთ.

ავიაკომპანიის ცნობით, ყველა მგზავრს ვისაც ბილეთები 20 მარტამდე ფრენებზე აქვს აღებული მათი გადაცვლა დამატებითი გადასახადის გარეშე შეუძლიათ.

კომპანია ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ Aegean Airlines-ი ფრენებს ჩვეული გრაფიკის შესაბამისად განახორციელებს, გამონაკლისია იტალია, სადაც ფრენები შეზღუდული იქნება ოფიციალური უწყებების მიერ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე.