ყველაზე მსხვილი ბერძნული ავიაკომპანიის Aegean Airlines-ის ყოველთვიური ჟურნალის ახალ ნომერში თბილისის შესახებ ორენოვანი ვრცელი და საინტერესო სტატია გამოქვეყნდა.
სტატიაში თავმოყრილია ინფორმაცია საქართველოს დედაქალაქის ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ, ასევე რჩევები თბილისის სტუმრებისთვის, სად დააგემოვნონ ქართული სამზარეულოს საუკეთესო კერძები. აღნიშნულია, რომ საქართველო მეღვინეობის აკვანია, სადაც აუცილებლად უნდა გასინჯო ქართული ღვინო. Aegean Airlines, როგორც Star Alliance-ის წევრი ავიაკომპანია, წარმოადგენს უმსხვილეს ბერძნულ ავიაგადამზიდს.
Aegean Airlines-ი 1999 წლიდან აქტიურად ეწევა საავიაციო საქმიანობას და ყოველწლიურად ბრენდის სახელი უფრო და უფრო დიდ გამოხმაურებას ჰპოვებს.
Aegean Airlines–ის თვითმფრინავები ამჟამად 151–ზე მეტ ლოკაციაზე უზრუნველყოფს მოგზაურების გადაფრენას. ამ სიაში შედის 31 ადგილობრივი და 120 საერთაშორისო აეროპორტი 43 ქვეყნის ტერიტორიაზე. შესაბამისად, ეს ორენოვანი სტატია (ინგლისურად და ბერძნულად) კარგი შესაძლებლობაა, კიდევ უფრო გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის ცნობადობა საზღვარგარეთ.
+4
All reactions:
31