ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ ადგილობრივი ავიარეისების მომსახურების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა. “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ტენდერი 4 წლით ადგილობრივი ფრენების განხორციელებისათვის გამოაცხადა, რომლის ბიუჯეტიც 49 49,672,332.00 ლარს შეადგენდა.
განმეორებითი ტენდერის გამოცხადებას “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ უახლოეს პერიოდში გეგმავს.
მომსახურება გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ აეროპორტებს შორის, მესტია – ქუთაისი – მესტია, ნატახტარი-მესტია – ნატახტარი, ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარი, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა საჰაერო გადაყვანის მიზნით ავიარეისების ორგანიზებას და შესრულებას.
უკვე გაუქმებული ტენდერის პირობების მიხედვით, 4 წლის განმავლობაში მცირე ზომის საჰაერო ხომალდით საორიენტაციოდ 2248 რეისი უნდა შესრულდეს, საშუალო ზომის ხომალდით კი 2487 რეისი.
სატენდერო პირობებით, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მგზავრთა გადაყვანა ერთი არანაკლებ 15 ადგილიანი და ერთი არანაკლებ 30 ადგილიანი საჰაერო ხომალდით.