უახლოესი 15 წლის განმავლობაში, ყოველი მე-200 მგზავრი, ავიაკომპანიის გაკოტრების გამო დაზარალდება. საანგარიშო პერიოდში, ავიაკომპანიებისგან დაზარალებული მგზავრების რაოდენობა 0.9 მლნ-ს მიაღწევს. ასეთი დასკვნა Airline Insolvency Review-ის ანალიტიკოსებმა დადეს.
ანგარიში Monarch Airlines-ის გაკოტრების შემდეგ გამოქვეყნდა, რომელიც ბრიტანეთში სიდიდით მეოთხე ავიაგადამზიდავად იყო მიჩნეული და იმის გამო, რომ კომპანია გაკოტრდა 100 ათასზე მეტი მგზავრი უკან დასაბრუნებელი ბილეთის გარეშე დარჩა. ამ მგზავრების უკან, სამშობლოში დაბრუნება დიდი ბრიტანეთის მთავრობას £60 მლნ ($79 მლნ) დაუჯდა.
როგორც ირკვევა airberlin-ის გაკოტრებისას გერმანიის მთავრობა სხვაგვარად მოიქცა. მათ „ლოუკოსტერს“ დროებითი ფინანსური დახმარება გაუწიეს, რათა ავიაკომპანიას პრობლემები თავად გადაეჭრა.