უსახელო რობოტი (CoDi BOT UGV) აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტის დეზინფექციას მოახდენს. რობოტი შექმნილი და წარმოებულია არაბეთის გაერთიანებული საემიროების კომპანია Marakeb Technologies-ის მიერ. მისი შექმნა COVID-19-ის პროფილაქტიკური სამუშაოების ჩასატარებლად გადაწყდა. 

რობოტს სამი ძირითადი ფუნქცია აქვს: ის ულტრაიისფერი ციმციმების დახმარებით ზედაპირებზე ვირუსის შტამებს ანადგურებს, ინფრაწითელი სხივების გამოყენებით ზომავს ადამიანების ტემპერატურას და ასევე თხევადი საშუალებებით აწარმოებს სადენზიფექციო სამუშაოებს.

CoDi BOT UGV ფუნქციონირებას მაისის ბოლომდე შეუდგება და პატრულირებას მოახდენს არა მხოლოდ მოფრენისა და გაფრენის დარბაზები, ასევე საბარგო განყოფილებაშიც. ასევე რობოტი გამოყენებულ იქნება თვითმფრნავებში სადენზიფექციო სამუშაოების ჩასატარებლადაც. 

რობოტი ქსელში 4G-ის საშუალებით იქნება ჩართული და დავალებებს რეალურ დროში განახორციელებს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ აბუ დაბის აეროპორტი მგზავრების COVID-19-ზე ტესტირება უკვე დაწყებულია