საავიაციო გზით საქართველოში გადაზიდული ტვირთების რაოდენობა მცირდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის 9 თვეში გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 28%-ით არის შემცირებული 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 18,9 მლნ კგ-ს შეადგენს.

ტვირთბრუნვა 2017 წლის 9 თვეში 26,46 მლნ კგ იყო, 2016 წლის 9 თვეში კი 22,25 მლნ კგ.

გადაზიდული ტვირთების მიხედვით 2018 წლის იანვარ-სექტემბერში ავიაკომპანია Rubystar-ი ლიდერობს.

რაც შეეხება ტოპ 3 სატვირთო ავიაკომპანიის მიერ გადაზიდული ტვირთების მაჩვენებელს წლების მიხედვით, ასე გამოიყურება:

წელიავიაკომპანიაგადაზიდული ტვირთის რაოდენობა (კგ)სახეობა
2016Rubystar9 543 197ტვირთი, ცოცხალი ცხოველები
Etihad Airways2 943 283ტვირთი
Cargolux2 774 683ტვირთი
2017Bravo Air6 067 990ცოცხალი ცხოველები
Rubystar6 037 579ტვირთი, ცოცხალი ცხოველები
Cargolux2 652 296ტვირთი
2018

(9 თვე)

Rubystar3 238 702ტვირთი, ცოცხალი ცხოველები
Etihad Airways2 713 424ტვირთი
Cargolux1 883 718ტვირთი

გრაფიკი ადასტურებს, რომ ტვირთბრუნვა ამ სამი ავიაკომპანიის მაჩვენებლების მიხედვით, ძირითადად ცოცხალი ცხოველების გადაყვანის შემცირებით არის განპირობებული.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მოწოდებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, სულ 2016 წელს 34 065 259 კგ ტვირთია გადაზიდული, 2017 წელს 31 723 535 კგ.