2022 წლის იანვარ-სექტემბერში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი მხოლოდ 0,02%-ით გაიზარდა

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 12 740,297 ტონა შეადგინა, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში კი 12 737,493 ტონა.

შესაბამისად ზრდა 0,02%-ია.

2022 წლის იანვარ-სექტემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის იანვარ-სექტემბერში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით კლება 31,16%-ია. 2019 წლის იანვარ-სექტემბერში აეროპორტი 18 507,686 ტონა ტვირთს მოემსახურა.

2020 წლის იანვარ-სექტემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა13 811,056 ტონა ტვირთი გაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წლის იანვარ-სექტემბერში 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვის 7,75%-იანი კლება დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.