საქართველოს აეროპორტებმა პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 80%-ი დაიბრუნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან AviaNews-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 3 299 808 მგზავრს მოემსახურა, რაც თითქმის 91,90%-ით მეტია 2021 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებთან შედარებით.

2021 წლის 9 თვეში ქვეყნის აეროპორტები სულ 1 719 540 მგზავრს, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში კი 777 053 მგზავრს, ხოლო 2019 წლის 9 თვეში 4 139 955 მგზავრს მოემსახურნენ. შესაბამისად 2022 წლის იანვარ-სექტემბერში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის 20,29%-იანი კლება დაფიქსირდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 324,66%-იანი ზრდა, ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 91,90%-იანი ზრდა.

საქართველოს საერთო მგზავრთნაკადზე გარკვეულწილად უკვე აისახა და სამომავლოდ უფრო მკვეთრ ასახვას ჰპოვებს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და საომარი მოქმედებების გამო უკრაინაში შეჩერებული ფრენები. უკრაინამ სამოქალაქო თვითმფრინავებისათვის საჰაერო სივრცე 24 თებერვლიდან ჩაკეტა. უკრაინის ბაზრის დაკარგვა საქართველოს ტურისტულ ნაკადზე ზაფხულის სეზონზე უფრო მკვეთრად აისახა.

როგორც ცნობილია, მგზავრთნაკადის შემცირების დინამიკა 2020 წლის თებერვალ-მარტიდან დაიწყო, როდესაც ქვეყნებმა COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს, შეწყდა ავიამიმოსვლაც. ტურიზმი ფაქტობრივად გაჩერდა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა საჰაერო მიმოსვლაზე. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე საქართველოს საერთაშორისო რეგულარული ფრენები 2020 წლის 21 მარტიდან შეაჩერა. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ კი აღნიშნული რეგულაციის ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო.

2022 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 172 312 მგზავრს მოემსახურა, რაც 92%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის 9 თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. 2021 წლის სამ კვარტალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 130 437 მგზავრს, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 537 220 მგზავრს, ხოლო 2019 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში კი 2 971 398 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2022 წლის 9 თვეში 2019 წლის 9 თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 26,89%-იანი კლებაა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 304,36%-იანი ზრდა, ხოლო 2021 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით კი 92,17%-იანი ზრდა. შესაბამისად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თითქმის 73,11%-ით დაუბრუნდა მგზავრთნაკადის იმ მაჩვენებელს რაც ჰქონდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.

მგზავრთნაკადის 94,92%-იანი აღდგენაა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 497 425 მგზავრი გაატარა, რაც 19,64%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 873,70%-ით მეტი 2020 წლის, ხოლო 5,08%-ით ნაკლები 2019 წლის ანალოგიური პერიოდში დაფიქსირებული მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2021 წლის 9 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 415 777 მგზავრს, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში 51 086 მგზავრს, ხოლო 2019 წლის 9 თვეში 524 068 მგზავრს მოემსახურა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2022 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის 96,61%-ი დაიბრუნა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში 2021 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით მგზავრთნაკადის ​271,84%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 233,82%-იანი ზრდა, ხოლო 2019 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 3,39%-იანი კლება. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში აეროპორტი 608 270 მგზავრს, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში 163 582 მგზავრს, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 182 217 მგზავრს, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 629 618 მგზავრს.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი 2022 წლის 9 თვეში 2021 წლის 9 თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 102,77%-იანი, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 173,74%-იანი ზრდაა. რაც შეეხება 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მგზავრთნაკადის შედარებას 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან 52,30%-იანი ზრდაა.

ამბროლაურის აეროპორტში 2021 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებლებთან შედარებით 49,00%-იანი მატება, 2020 წლის 9 თვის მაჩვენებლებთან შედარებით142,94%-იანი ზრდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში კი 41,54%-იანი ზრდა.

ხოლო ნატახტრის აეროდრომში გასული წლის 9 თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 160,63%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2020 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით მგზავრთნაკადის 308,95%-იანი ზრდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან კი 85,24%-იანი ზრდა.