საქართველოში 5,566,980 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 76.9%-იანი აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 43%-ია.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 9 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 3,655,576 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემის 91.6%-იანი აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით ზრდა 35.2%-ით გაიზარდა.
2023 წლის III კვარტლის მდგომარეობით 2,706,863 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 80.2% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით ზრდა +19.4%-ს შეადგენს.
2023 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 1,725,093 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 92.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +15.4%-ია.
როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.