ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი თბილისი-სტამბოლი-თბილისის საჰაერო ხაზზე ჩარტერულ რეისს განახორციელებს, თუმცა მგზავრებს მხოლოდ თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე მოემსახურება.

ავიარეისი 8 სექტემბერს განხორციელდება და ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აეროპორტ “სტამბოლის” მიმართულებით შეასრულებს ფრენას. 

უფრო კონკრეტულად კი გაფრენა  თბილისის აეროპორტიდან დაგეგმილია 00:30 საათზე (ადგილობრივი დროით), ხოლო Myway Airlines-ს ბორტი “სტამბოლში” 01:00 საათზე ჩაფრინდება (ადგილობრივი დროით).

​ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ Myway Airlines-ის ვებგვერდზე: www.mywayairlines.com ან ტურისტული სააგენტოების საშუალებით. ​ავიაბილეთის ღირებულებაში შედის:
⭕️8კგ ხელბარგი
⭕️23 კგ ჩასაბარებელი ბარგი.