8 აგვისტოს, ლონდონის დროით 04:00 საათზე საქართველო გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო მიმოსვლის ე. წ. „წითელ სიაში“ გადავა.
შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლას შეძლებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ფლობენ ბრიტანეთში ბინადრობის უფლებებს.
ბრიტანეთის საერთაშორისო მიმოსვლის დღეისათვის მოქმედი რეჟიმის თანახმად, ბოლო 10 დღის განმავლობაში „წითელ სიაში“ შემავალ ქვეყანაში ყოფნის ისტორიის შემთხვევაში ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ მხოლოდ ბრიტანეთისა და ირლანდიის მოქალაქეებსა და იმ პირებს, ვინც ფლობს გაერთიანებულ სამეფოში ბინადრობის უფლებებს.
ვრცლად: https://www.gov.uk/…/travel-abroad-from-england-during…