მსოფლიო სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის წამყვანი ჯგუფი Accor და დეველოპერული კომპანია Fujin Silk Properties ხელს აწერენ თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც საერთაშორისო ბერნდის „იბისი“ (Ibis) კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნება.
„სიხარულით გაცნობებთ, რომ ხელი მოვაწერეთ მსოფლიოში ცნობილი ბრენდის Ibis-ის სახელით ახალი სასტუმროს მშენებლობას. სასტუმრო გაიხსნება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ჰაბში – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც ყოველწლიურად სამ მილიონზე მეტ ადამიანს მასპინძლობს. დარწმუნებულები ვართ, რომ აეროპორტის Ibis ტურისტებისათვის, საქმიანი მიზნით მოგზაურებისთვის თუ ტრანზიტული მგზავრებისათვის ნამდვილი აღმოჩენა გახდება.
კომფორტული ონლაინ რეგისტრაცია, მყუდრო გარემო და რაც მთავარია, მისაღები ფასები ხელსაყრელი შეთავაზებაა როგორც მოკლეხნიანი ვიზიტორებისთვის, ასევე ტრანზიტული მგზავრებისთვის“ – ამბობს Accor New East Europe-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსის დელაროფი.
Ibis-i განთავსდება ახლადგანაშენიანებულ ტერიტორიაზე, დედაქალაქიდან 15 კილომეტრის მოშორებით და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სულ რამდენიმე წუთით ფეხით სავალ მანძილზე, რკინიგზისა და ავტობუსის გაჩერებების მახლობლად. სასტუმროს ძალზედ მოხერხებული ლოკაცია სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს მარტივად და დაუბრკოლებლად მოხვდნენ თბილისის ცენტრალურ უბნებში, რომლის განსხვავებული და ეკლექტური არქიტექტურა ხიბლავს ვიზიტორებს.
ამასთან, საქართველო სახელგანთქმულია გამორჩეული კულინარიული ტრადიციებით. ეს კი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია, რაც ასე იზიდავს გასტრონომიული შთაბეჭდილებების მოყვარულებს.
საქართველო ერთ-ერთი უძველესი რეგიონია მსოფლიოში, სადაც ღვინის წარმოება 8000 წელს ითვლის.
2022 წელს, National Geographic Travel-მა თბილისი შეიყვანა ახალ ტურისტულ გზამკვლევში „100 საუკეთესო ქალაქი, რომელსაც უნდა ესტუმრო„.
სასტუმრო Ibis-ის მშენებლობაში მრავალი ჯილდოს მფლობელი ფრანგი არქიტექტორის ჩართულობა, „არტ სტუდიოს“’ ადგილობრივ გუნდთან ერთად, მყარი გარანტიაა, რომ პროექტი განსაკუთრებული ხელწერით შესრულდება. ,,ეს იქნება პირველი ნაბიჯი ტერიტორიის ურბანული ტრანსფორმაციისათვის, რადგან იგი საფუძველს ჩაუყრის თბილისის აეროპორტის ტერიტორიის შემდგომ განვითარებას’’, აცხადებს კლემო ბლანშე, ფრანგი არქიტექტორი.
სასტუმროში განთავსდება 72 კომფორტული ნომერი და იქნება Ibis-ის ბრენდის Plaza-ს გლობალური თანამედროვე კონცეფციის შესაბამისი.
საცხოვრებლის სტილის თემატიკის ეფექტს, კიდევ უფრო გააძლიერებს ხისა და ლითონის მკვეთრი ელემენტები. თითოეულ ოთახში, სტუმრებს დახვდებათ ყველაფერი კომფორტული ვიზიტისთვის, მათ შორის: სამუშაო ადგილი, Sweet Bed საწოლი და რა თქმა უნდა, უფასო წვდომა უკაბელო ინტერნეტზე.
ახალი Ibis-ის სასტუმროს რესტორანში შესაძლებელი იქნება გვიან საუზმის სერვისის მიღებაც. ღია სივრცეში მოწყობილი ლობი და ცენტრალური ბარი, სტუმრებს თავშეყრისა და განტვირთვის საშუალებას მისცემთ.
სასტუმროში განთავსდება თანამედროვე ბიზნეს ცენტრი, შეხვედრების ოთახები და ქართული ღვინის მაღაზია, სადაც წარმოდგენილი შერჩეული კოლექცია, საქართველოს ღვინის წარმოების მრავალწლიან ტრადიციებსა და კულტურულ მემკვიდრეობას გაუსვამს ხაზს.
„ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი ხედვა, თუ როგორ შევქმნათ სრულიად ახალი სამოგზაურო და გასართობი ჰაბი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. Ibis იქნება პირველი ნაბიჯი უფრო დიდი და მნიშვნელოვანი გეგმებისაკენ. პროექტის შემდგომი ეტაპი მოიცავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 30 000 კვ. მ. ფართობის განაშენიანებას, რაც მიზნად ისახავს აბრეშუმის გზის მარშრუტის მნიშვნელობის დაბრუნებას.
„დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას უცხოური ინვესტიციების მუდმივი მხარდაჭერისა და დაფასებისათვის, რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა პროექტის განხორციელება“, – ამბობს Fujin Silk Properties-ს აღმასრულებელი დირექტორი.