ევროკავშირი, რუსეთის წინააღმდეგ დაწყებული ახალი, მეათე პაკეტის ფარგლებში, ავიაკომპანიებს ავალდებულებს, წინასწარ აცნობონ ხელისუფლებას ევროკავშირსა და რუსეთს შორის დაგეგმილი კერძო ფრენების შესახებ, მათ შორის მესამე ქვეყნების გავლით.

„პირადი ფრენები ევროკავშირსა და რუსეთს შორის, როგორც პირდაპირი, ასევე მესამე ქვეყნების გავლით, წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დააწესეს. ევროკავშირმა აკრძალა რუსეთისთვის სამოქალაქო თვითმფრინავების და სათადარიგო ნაწილების მიწოდება, ხოლო მეიჯარეებს დაავალდებულა შეეწყვიტათ ხელშეკრულებები რუსულ ავიაკომპანიებთან. ასევე აიკრძალა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება და სადაზღვევო მომსახურება, ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა ქვეყნებმა დახურეს ცა რუსული თვითმფრინავებისთვის.