5 ნოემბრიდან კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი თბილისი-დოჰა-თბილისის საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს განაახლებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, დოჰასა და თბილისს შორის რეისები კვირაში ერთი სიხშირით განხორციელდება. 

“ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ წამყვანი გლობალური ავიახაზი, რომელიც საშუალებას აძლევს მგზავრს დაუკავშირდეს მსოფლიოს და იმოგზაუროს სასურველ მიმართულებაზე ყველაზე ახალგაზრდა, ეფექტური და მდგრადი ავია ხომალდებით.

მგზავრობისას, თვითმფრინავის ბორტსა თუ დოჰას მსოფლიოში აღიარებული ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში, თქვენ გელით უსაფრთხო გარემო უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი ჰიგიენის ნორმების და ბოლო დროს დადგენილი უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით”, აღნიშნულია Qatar Airways-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ რეგულარული რეისების შეჩერების შემდეგ, Qatar Airways-ი საქართველოს მიმართულებით ჩარტერულ რეისებს ასრულებდა.

როგორც ცნობილია, Qatar Airways-ს აქვს მზარდი ქსელი დააკავშიროს ამერიკის, აფრიკის, ევროპის, შუა აღმოსავლეთის, ავსტრალიის 100-ზე მეტ მიმართულებას კვირაში 700-ზე მეტი ავიარეისით.

5 ნოემბრიდან, ფრენების განახლებასთან ერთად, ამოქმედდება შემდეგი მოთხოვნები და შეზღუდვეები:

საქართველოს მოქალაქე:

  • საქართელოს მოქალაქე დაიშვება რეისზე შეზღუდვის გარეშე

უნდა იქონიოს უარყოფითი PCR ტესტი ჩამოფრენამდე 72 საათით ადრე აღებული და უნდა გაიაროს 8 დღიანი თვითიზოლაცია.
ხოლო ვისაც არ ექნება PCR ტესტი, გაივლის 8 დღიან კარანტინს სპეციალურად დადგენილ საკარანტინე სივრცეში.
ყველა ხარჯს ფარავს საქართველოს მთავრობა.


უცხო ქვეყნის მოქალაქე:

  • საქართელოში დაბრუნების მსურველი უცხოელი სტუდენტი

უნდა იქონიოს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გაცემული საქართველოს მთავრობის თანხმობის წერილი.
უნდა იქონიოს საქართველოში მოქმედი ბინადრობის ნებართვა. გამონაკლისია:

  • ის შემთხვევა, თუ სტუდენტს აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გახანგრძლივების დასტური, “წერილი გაცემული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ”. მგზავრის მიმღებმა სადგურმა წინასწარ უნდა მიიღოს OKTB (Ok To Board) თანხმობა კატარის ავიახაზების თბილისის აეროპორტის მენეჯერისგან.
  • ის შემთხვევა, თუ სტუდენტს არ აქვს არც საქართველოში მოქმედი ბინადრობის ნებართვა და არც საქართველოში მოქმედი ბინადრობის ნებართვის გახანგრძლივების დასტური “წერილი გაცემული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ”, მას მაინც შეეძლება საქართველოში მგზავრობა, თუ იგი არის კატარის, ქუვეითის, ან ომანის მოქალაქე ან ფლობს ამ ქვეყნებში მოქმედ ბინადრობის ნებართვას. გზავრის მიმღებმა სადგურმა წინასწარ უნდა მიიღოს OKTB (Ok To Board) თანხმობა კატარის ავიახაზების თბილისის აეროპორტის მენეჯერისგან .

უნდა შეავსოს და გადააგზავნოს “საქართველოში შემოსვლის მსურველი უცხოელი სტუდენტების რეგისტრაციის ფომრა”, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე “StopCov.ge”.

მგზავრს შეეძლება საქართველოში შემოსვლა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიიღებს თანხმობას ელექტრონულად. შესაბამილი ბმული: https://registration.gov.ge/pub/form/22__/abrckq/
ასევე მგზავრმა უნდა წარადგინოს უარყოფითი PCR ტესტი აღებული საქართველოში შემოვლამდე 72 საათით ადრე.
უნდა გაიაროს სავალდებულო 12 დღიანი კარანტინი საკუთარი ხარჯით.
12 დღიანი სავალდებული კარანტინის გავლის შემდეგ, უნდა გაიკეთოს PCR ტესტი საკუთარი ხარჯით.
მიმღები სასწავლებლები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ სტუდენტების განთავსება საკარანტინე სივრცეებში და მოახდინონ საკარანტინე სივრცეების შესაბამისი საფასურის გადახდის ადმინისტრირება/კონტროლი.

  • უცხოელი ბიზნეს მგზავრი

უნდა შეავსოს და გადააგზავნოს “საქართელოში შემოსვლის მსურველი ბიზნეს ვიზიტორის რეგისტრაციის ფორმა” საქართველოში შემოსვლამდე 48 საათის ადრე. ფორმა განთავსებულია ვებგვერდზე “StopCov.ge”. მას შეეძლება საქართველოში შემოსვლა, მხოლოდ მას მერე, რაც მიიღებს თანხმობას ელექტრონულად. ეწვიეთ ბმულს https://registration.gov.ge/pub/form/7_protocol_for_arrivals_in_georgia /kcjcpx/ არ არის სავალდებულო ნეგატიური PCR ტესტის წარდგენა საქართველოში შემოსვლისას.
სავალდებულოა ჩაიტაროს PCR ტესტი საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში და PCR ტესტის პასუხის მიღებამდე გაიაროს 24 საათიანი სავალდებულო კარანტინი. ყველა ხარჯი (PCR ტესტი და კარანტინი) უნდა დაიფაროს მგზავრის მიერ.
საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას სავალდებულოა ყოველ 72 საათში ჩაიტაროს PCR ტესტი საკუთარი ხარჯებით.