2023 წლის აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 418 219 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მონაცემებს 5%-ით აღემატება, ხოლო 2022 წლის აგვისტოს მონაცემებთან შედარებით, 15%-იანი ზრდაა.
როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წლის აგვისტოში 107 255 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს 4%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 11%-ით აღემატება.