საკონსულტაციო კომპანია International Workplace Group-ის (IWG) მიერ მომზადებული მსოფლიოს საუკეთესო ქალაქების სიაში ბარსელონა ლიდერობს მათთვის, ვისაც შვებულება სამუშაოსთან შეთავსება უყვარს. საერთო ჯამში, რეიტინგმა 26 ქალაქი გააერთიანა, ყველა მათგანი რვა კატეგორიაში 1-დან 10-მდე ქულით შეფასდა, მათ შორის კლიმატი, სამზარეულო, კულტურა, საცხოვრებელი და ინტერნეტის სიჩქარე.

„ჩვენ ავირჩიეთ კატეგორიები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ აირჩიოთ ოპტიმალური გარემო საზღვარგარეთ მუშაობისთვის და მოიცავს ცხოვრების სტანდარტის ძირითად მოთხოვნებს“, – თქვა დარენ როჯერსმა, IWG-ის ხელმძღვანელმა სინგაპურში.

კატალონიის დედაქალაქმა მაღალი ქულები მიიღო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტისა და შედარებით იაფი საცხოვრებლით. ამგვარად, ქალაქში ბინის დაქირავების საშუალო ღირებულება თვეში 1158 დოლარია, ხოლო ნიუ-იორკში, სიის ყველაზე ძვირადღირებულ მეტროპოლიაში, ეს მაჩვენებელი თვეში 3632 დოლარს აღწევს. ბარსელონაში ფინჯანი ყავა 2,68 დოლარი ღირს ლოს-ანჯელესში 4,92 დოლარი, პეკინში კი 4,57 დოლარი.

რეიტინგში მეორე ადგილი ტორონტოს ეკუთვნის, მესამე – პეკინს. ათეულში ასევე შედის მილანი, ნიუ-იორკი, რიო დე ჟანეირო, ამსტერდამი, პარიზი, ჯაკარტა და ლისაბონი.

ინტერნეტის სიჩქარეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს დისტანციური მუშაკებისთვის, ვიდრე ცხოვრების ღირებულებას და ამინდის პირობებს. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კრიტერიუმის მიხედვით, სინგაპური ლიდერობს, შემდეგ მოდის ნიუ-იორკი და ჰონგ კონგი.

ტორონტო გამოირჩევა მოქნილი სამუშაო ადგილების დიდი რაოდენობით, ხოლო პეკინის უპირატესობებში შედის კულტურა, იაფი საცხოვრებელი და ტრანსპორტი.

IWG აღნიშნავს, რომ თანამშრომლები მთელს მსოფლიოში ნამდვილად აფასებენ სამუშაოს ხარჯზე შვებულების გახანგრძლივების შესაძლებლობას და მენეჯერები სანაცვლოდ იღებენ „სარგებელს მაღალი ჩართულობით, ბედნიერი და პროდუქტიული გუნდისგან“.

გარდა ამისა, გაირკვა, რომ 1000-ზე მეტი დასაქმებულიდან 57%-მა გასულ წელს შრომითი შვებულების ვარიანტი აირჩია, ანუ საზღვარგარეთ ყოფნისას დაუბრუნდა დისტანციურ სამუშაოს.