საქართველოში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან პირველი ბრენდირებული აეროპორტის სასტუმრო ibis Tbilisi Airport ოფიციალურად გაიხსნა.ახალი სასტუმროს გახსნის ცერემონიალშიმონაწილეობა მიიღო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
“თბილისს შეემატა კიდევ ერთი ახალი სასტუმრო ibis TBILISI AIRPORT, რომელიც 72 ნომრიანია. ძალიანმნიშვნელოვანია აეროპორტის მიმდებარედ ახალისასტუმროს გახსნა, რომელიც მოემსახურება, როგორცტრანზიტით მოსარგებლე მგზავრებს, ისე ტურისტებს. იცით, რომ ძალიან ბევრი ავიარეისი, სიხშირე დამიმართულება დაგვემატა და შესაბამისად წელსძალიან ბევრ ახალ ტურისტს ველოდებით. ახალი სასტუმრო ჩვენთვის ახალი სავიზიტო ბარათია. ველოდებით ახალ სტუმრებს, როგორც საქართველოში, ისე თბილისში და კონკრეტულად ამ სასტუმროში”-განაცხადა მაია ომიაძემ.
მულტიფუნქციურ სასტუმროში 50-მდე ადამიანია დასაქმებული. პროექტი ფრანგი ინვესტორის ჯონდოდელანდისა და კომპანია Fujin Silk Properties LLC–ისინვესტიციით განხორციელდა.
ibis Tbilisi Airport 39,000 მ² კომპლექსის განვითარებისპირველი ეტაპია, რომლის მიზანია სატრანზიტო, ტურისტული და ინფრასტრუქტურული სერვისებისგაუმჯობესება აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე.