ინდური ავიაკომპანია Air India, რომელიც Tata Group-ის მფლობელობაშია ავიაპარკში 470 თვითმფრინავის დამატებას აპირებს, საიდანაც ნაწილს Airbus-დან, ხოლო ნაწილსაც Boeing-სგან მიიღებს. როგორც უცხოური მედია წერს, Air India-მ ორივე მწარმოებელთან ხელი მოაწერა განზრახვის ოქმს. შემდგომ კი მხარეებმა მტკიცე კონტრაქტებიც გააფორმეს:
Air India და Airbus
• 140 ერთეული A320neo,
• 70 ერთეული A321neo,
• 34 ერთეული A350-1000,
• 6 ერთეული A350-900.
პირველი თვითმფრინავის მიწოდება მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება. ეს იქნება A350-900.
ეს შეკვეთა “კატალოგური” ფასებით 100 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. რეალურად, რა თქმა უნდა, ნაკლები იქნება.
Air India და Boeing
• 190 ერთეული Boeing 737 MAX,
• 20 ერთეული 787-9 Dreamliners + ვარიანტები კიდევ 20 თვითმფრინავისთვის
• 10 ერთეული 777-9
Boeing-მა მიიღო უფრო დიდი შეკვეთა Air India-სგან, ვიდრე მისმა ევროპელმა კონკურენტმა (290 / 250). მიწოდების დრო არ არის მითითებული.
Boeing-თან კონტრაქტი სააღრიცხვო ფასებში დაახლოებით 49,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.