2023 წლის იანვარში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 230 653 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთნაკადის რაოდენობის 91%-ია, ხოლო 2022 წლის იანვრის მონაცემებთან შედარებით, 38%-იანი ზრდაა. ამის შესახებ AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს.

TAV Georgia-ს მონაცემებითვე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წლის იანვარში 24 912 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს 9%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 56%-ით აღემატება.