All Clear Travel Insurance-ის მიხედვით, დუბაის საერთაშორისო აეროპორტი (DXB) მსოფლიოში ყველაზე მდიდრულ აეროპორტად დასახელდა. რეიტინგში მას მოსდევს ლონდონის ჰითროუს აეროპორტი, ხოლო სამეულს ავსებს კატარის ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი.
რეიტინგის შესადგენად გაანალიზდა 1800-ზე მეტი აეროპორტი მთელს მსოფლიოში, რის შედეგადაც DXB-მა თავისი დღის ბაღებით, სასტუმროებით, საცურაო აუზით, კინოთეატრით და რესტორნებით საპატიო პირველი ადგილი დაიკავა.
თითოეული აეროპორტის რეიტინგი რამდენიმე ფაქტორზე იყო დამოკიდებული, დაწყებული დიზაინერული მაღაზიების რაოდენობით და დამთავრებული ოთხ და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების რიცხოვნობით.
გარდა ამისა, აეროპორტები ფასდებოდა მგზავრებისთვის ხელმისაწვდომი მოცდის დარბაზების რაოდენობით და რამდენად სთავაზობდნენ იქ განთავსებული კაფე-ბარები ფრენის წინ მომხმარებლებს პრემიუმ სასმელებს ან ხიზილალას.
„დუბაის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 90 მილიონ მგზავრს ემსახურება და თამამად არის დასახელებული, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული აეროპორტი“, – აცხადებენ All Clear Travel Insurance.
გარდა ამისა, DXB არის ყველაზე სწრაფად მზარდი საავიაციო ჰაბი მსოფლიოში და აქვს საკუთარი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროც კი, რომელიც მდებარეობს თავად აეროპორტში.