ანკარა – თურქეთის დედაქალაქი და ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქია სტამბოლის შემდეგ. იგი არის თურქეთის უძველესი ქალაქი და შესაბამისად, აქ ნახავთ რომაული, ბიზანტიური, ელინისტური და ოსმალური ტიპის არქიტექტურასა და ამ პერიოდების შესაბამის არქეოლოგიურ ღირსშესანიშნავ ადგილებს. ოცდაოთხი საათი საკმარისია იმისთვის, რომ ამ 100-წლიან ქალაქში ისტორიული ღირსშესანიშნაობები, ხელოვნების გალერეები, მუზეუმები, მაღაზიები დაათვალიეროთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.
უძველესი ქალაქი გორდიონი
აღსანიშნავია ანკარაში, ფოლათლის რაიონში მდებარე დიდებული უძველესი ქალაქი გორდიონი, იგივე ფრიგიის საიმპერატორო დედაქალაქი, რომელიც გასულ წელს იუნესკოს (UNESCO) მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანეს. იგი თურქეთიდან შესულ ამ ძეგლებს შორის მე-20 ადგილს იკავებს. ჩატარებული კვლევების შედეგად კი დგინდება, რომ ამ რეგიონში პირველი დასახლებები 4500 წლის წინ გაჩნდა.
ანითქაბირი
ანკარას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა ანითქაბირი, რომლის გარშემოც ულამაზესი პარკია გაშენებული. “ანითქაბირი” ითარგმნება როგორც მემორიალური საფლავი და წარმოადგენს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლისა და მისი პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმს. ამ ბრწყინვალე კომპლექსის ფართობი 750 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს და სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ლომის გზა, საზეიმო მოედანი და თვითონ – ანითქაბირი.
აჰი შერეფედინის მეჩეთი
„ხის გადახურული და ხის სვეტებიანი მეჩეთები ანატოლიაში“ – ამ სახელწოდებით ცნობილი მეჩეთებიდან ერთ-ერთი არის აჰი შერეფედინის მეჩეთი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა და მათ შორის 21-ე ადგილი დაიკავა. როდესაც მეჩეთში შეხვალთ, დაინახავთ 24 დიდებულ ხის სვეტს, რომელიც უძველეს დროში გამოგზაურებთ.
ანკარას ციხესიმაგრე
აჰი შერეფედინის მეჩეთის შემდეგ აუციელებლად უნდა მოინახულოთ ახლომდებარე ანკარას ციხესიმაგრე, რომელიც აგებულია მე-7 საუკნეში ან ამ პერიოდის შემდეგ.აქედან თქვენს წინაშე ქალაქის საოცარი ხედი გადაიშლება. იგი პოპულარული ტურისტული ადგილია, რომელიც მასპინძლობს ანატოლიის ცივილიზაციების მუზეუმსა და სხვა ისტორიულ შენობებს.
ქალაქში თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ რესპუბლიკის საკულტო შენობები, როგორიცაა ეთნოგრაფიის და ფერწერისა და ქანდაკების მუზეუმი. აქ თქვენ შეძლებთ დეტალუირად გაეცნოთ ანატოლიის ცივილიზაციათა ისტორიას. აღსანიშნავია, რომ ანატოლიის ცივილიზაციების მუზეუმი 1997 წელს ევროპაში „წლის მუზეუმად“ შეირჩა და ითვლება ერთ-ერთ წამყვან მუზეუმად მსოფლიოში.
დიდებული რომაული მემკვიდრეობა
ანკარას ასევე აქვს რომაული ეპოქის მრავალი ადგილი, მათ შორის იულიუსის სვეტი, რომელიც, სავარაუდოდ, რომის იმპერატორის, იულიანეს (ახ. წ. 361-363) ანკარაში ვიზიტის საპატივცემულოდ აშენდა.
ანკარა, კულტურული ცენტრი, ასევე მასპინძლობს მნიშვნელოვან შენობებს, როგორიცაა ანკარის ოპერის სახლი, საპრეზიდენტო სიმფონიური ორკესტრი – CSO Ada და CerModern. აუცილებლად ეწვიეთ CSO Ada-ს შენობას დედაქალაქ ანკარაში.