უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ფასდაკლების აქციების შესახებ აცხადებს.
4 თებერვალს 20%-იანი ფასდაკლება ცალკეულ, ზაფხულში პოპულარულ მიმართულებებს შეეხება და აქციით სარგებლობა ყველა მომხმარებელს შეეძლება.
9 თებერვალს კი მოგზაურებისთვის სააღდგომო ფასდაკლება გამოცხადდება. 20%-იანი შეღავათი ცალკეულ ფრენებზე, 30 აპრილამდე პერიოდზე გავრცელდება.
პრომო აქციების ზუსტი პირობები ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.
შეგახსენებთ, რომ Wizz Air-ი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა.
Wizz Air-ის ავიაპარკი შედგება ახალი, ერთი ტიპის ხომალდებისგან: Airbus-ის A320 ოჯახის თვითმფრინავებისგან, რომლებიც მოიცავს A320-სა და A321ceo-ს. A321ceo-ს პირველი შეკვეთა Wizz Air-მა 2015 წლის ნოემბერში მიიღო
Wizz Air წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ ტიკერით და ასახულია FTSE 250 და FTSE-ის ჯამურ აქციათა ღირებულების ინდექსით. Wizz Air დარეგისტრირებულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრად და აღიარებულია ოპერირების უსაფრთხოების აუდიტის (IOSA) მიერ, რომელიც საავიაციო უსაფრთხოების აღიარების კუთხით გლობალურ ავტორიტეტს წარმოადგენს.
Airlineratings-ის რეიტინგში Wizz Air დასახელდა 2020 წლის საუკეთესო დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიად ევროპაში.