საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) სამდივნომ საჰაერო ტვირთების უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფთან თანამშრომლობით COVID-ვაქცინის განაწილებისა და საჰაერო ტვირთის უსაფრთხოების სახელმძღვანელო მითითებები შეიმუშავა.

ამ მითითებების მიზანია დაეხმაროს სახელმწიფოებსა და ინდუსტრიას საავიაციო უსაფრთხოების ზომების განხორციელებაში. ამასთან, პარალელურად უნდა მოხდეს COVID-19-ის ვაქცინების შეფერხების გარეშე გადაადგილების ხელშეწყობა – მიწოდების მთლიან ჯაჭვში, საბოლოო დანიშნულების ადგილამდე.

”ICAO-ს მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც ჩამოყალიბებულია ჩიკაგოს კონვენციის მე-17 დანართში, “უშიშროების” მუხლში, საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირება აფრენის პუნქტიდან ხორციელდება მიწოდების დაცული ჯაჭვის ფარგლებში, საჰაერო ხომალდის ბორტზე მის ჩატვირთვამდე უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველყოფით.

თუ ამ მოთხოვნების შესრულება შეუძლებელია, ან თუ უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვი ჩაიშალა, შესაძლოა გამოყენებულ იქნას ალტერნატიული პროცედურები და უსაფრთხოების ზომები, რომლითაც ტვირთის გადაზიდვა კომერციული თვითმფრინავით განხორციელდება, შესაბამისი ორგანოების მოთხოვნის შესაბამისად.

ამასთან, უსაფრთხოების ალტერნატიული ზომები უნდა იქნას გამოყენებული მკაცრად შეზღუდული მასშტაბით და დროებით და მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული სახელმწიფო სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების ეროვნულ პროგრამაში ”, – ნათქვამია განცხადებაში