ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაგეგმილზე 3 საათით ადრე გაიხსნა და რეისებს ჩვეულ რეჟიმში იღებს.
04:00 საათზე დორტმუნდისა და ბარსელონას რეისები შესრულდა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გუნდის ოპერატიული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დაგეგმილზე ადრე გახსნა.
07:30 საათზე ქუთაისიდან სალონიკის მიმართულებით შესრულდება რეისი. აეროპორტის ოპერირების დროებით შეჩერება უხვმა ნალექმა და გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია. აეროპორტის ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც ვითარებას ადგილზე სწავლობენ.