ბრიტანულმა ავიაგადამზიდავმა easyJet-მა ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის ფრენის გეგმიდან 1,7 ათასი ფრენა ამოიღო, რომლებიც ლონდონის მეორე ყველაზე დატვირთული, გეტვიკის აეროპორტიდან უნდა განეხორციელებინა. The Independent-ის ინფორმაციით, ამის ერთ-ერთი მიზეზი უკრაინაში ომის ფონზე საჰაერო სივრცის შეზღუდვა იყო.

”ჩვენ ამჟამად ვახორციელებთ დაახლოებით 1,800 რეისს და ვემსახურებით დაახლოებით 250,000 მომხმარებელს დღეში და, როგორც ყველა ავიაკომპანია, მუდმივად განვიხილავთ ჩვენს ფრენების განრიგს. მთელი ინდუსტრია ამ ზაფხულს რთული პირობების წინაშე აღმოჩნდა, რადგან საჰაერო სივრცე უფრო შეზღუდული გახდა უკრაინაში ომის გამო. რამაც გამოიწვია უპრეცედენტო შეფერხებები”, – თქვა კომპანიის წარმომადგენელმა. “აქედან გამომდინარე, ჩვენ განვახორციელეთ გარკვეული პროაქტიული კორექტირება ჩვენს (ფრენის) პროგრამაში. მომხმარებლები, რომელთა ფრენები გაუქმდა არიან (დროულად) ინფორმირებული. კლიენტების 95%-მა ხელახლა დაჯავშნა ბილეთი ალტერნატიულ ფრენაზე. მათ აქვთ თანხის დაბრუნების შესაძლებლობა“.

გამოცემის ცნობით, მოგზაურთა 95%-მა შეძლო easyJet-ის ალტერნატიული ფრენების ბილეთების აღება, მაგრამ დაახლოებით 9 ათას ადამიანს ასეთი ჩანაცვლება არ მიუღია. ასევე გაირკვა, რომ ავიაკომპანიას არ ჰყავს საკმარისი პილოტები 2023 წლის ზაფხულის ფრენის გეგმის შესასრულებლად.

იმავდროულად, გეტვიკის აეროპორტში ფრენების ნახევარს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დატვირთული ერთ ასაფრენ/დასაფრენი ბილიკის მქონე აეროპორტია, ახორციელებს easyJet.