ITB Berlin 2023-ზე საქართველო წელს მასპინძელიქვეყნის სტატუსით წარსდგა. ბერლინისსაერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებშისტუმრები ქართულ „უსაზღვროსტუმარმასპინძლობას“, საქართველოს, როგორცვაზის ქვეყანას, სამზარეულოს, ტრადიციებს, ბუნებასა და არქიტექტურას ეცნობიან.
დღეიდან, 9 მარტის ჩათვლით, გამოფენაზე მოსულდამთვალიერებლებს ქართულ სტენდზესაქართველოს აეროპორტების გაერთიანების კუთხისნახვაც შეეძლიათ. ყველა დაინტერესებული პირისაქართველოს საერთაშორისო და ადგილობრივიაეროპორტების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციასიღებს.
გამოფენის ფარგლებში აეროპორტებისგაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძეშეხვედრებს მართავს ავიაკომპანიებთან დასაავიაციო ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან.
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაპირველად მონაწილეობს ITB Berlin-ზე. საშუალებაგვეძლევა გერმანიაში მაქსიმალურადწარმოვაჩინოთ მთელი ქვეყანა, კულტურით, ტრადიციებით, ბუნებით და იმ სტუმარ-მასპინძლობით, რითაც თითოეული ჩვენგანისაქართველოში უცხოელ სტუმარს ვხვდებით. პირველი შთაბეჭდილება კი მათ ჩვენს ქვეყანაზესწორედ აეროპორტიდანვე ექმნებათ. გამოფენისფარგლებში გვაქვს რამდენიმე შეხვედრა ჩვენთვისპოტენციურად მნიშვნელოვან და სტრატეგიულავიაკომპანიებთან და ავიაციასთან დაკავშირებულსხვადასხვა კომპანიასთან, რომლებიც ITB Berlin-ზემონაწილეობენ . ფორუმის მასშტაბი ძალიან დიდია, გვეძლევა საშუალება 200 ათასამდედამთვალიერებელს გავაცნოთ ჩვენი აეროპორტებისპოტენციალი. გერმანია ისტორიულად ჩვენი ყველაზესტრატეგიული მიმართულებაა. ზაფხულისსეზონისთვის გერმანიის 9 ქალაქის მიმართულებითგვექნება პირდაპირი რეგულარული ფრენა, როგორცთბილისის, ისე ქუთაისის საერთაშორისოაეროპორტიდან,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ბერლინში მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესიტურისტული გამოფენა ITB Berlin გუშინ გრანდიოზულიქართული კონცერტით გაიხსნა. ქართველმახელოვანებმა 3000-მდე სტუმარს საქართველოსუსაზღვრო სტუმარმასპინძლობა და კულტურაგააცნეს.