ბერლინში მიმდინარე ITB Berlin 2023-ზე, რომლის მასპინძელიც საქართველოს. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia მოლაპარაკებებს ევროპულ ავიაკომპანიებთან მართავს. როგორც TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს მიმართ ინტერესი დიდია და TAV Georgia ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მეტი ახალი ევროპული ავიაკომპანია მოიზიდოს და მეტი პირდაპირი ევროპული რეისის დამატება მოხდეს. თეა ზაქარაძემ აღნიშნა, რომ დღეს TAV Georgia მოლაპარაკებებს გამართავს იტალიურ და ხორვატიულ ავიაკომპანიებთან.

„ველოდებით უფრო მეტ ტურისტს. ველოდებით როგორც აეროპორტების მმართველი კომპანია, უფრო მეტ მგზავრს. ველოდებით, რომ აპრილიდან, როცა ზაფხულის სანავიგაციო სეზონი იწყება, 1-ელი აპრილიდან ველოდებით უკვე ახალ მიმართულებებს. ჩვენთვის, თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებისთვის, მნიშვნელოვანია ევროპული პირდაპირი მიმართულებები, რაც ამჟამად არ გვაქვს. ITB Berlin-ის ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, გვაქვს ევროპულ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები. დღეს ვხვდებით იტალიურ ავიაკომპანიას ITA Airways-ს, ასევე ხორვატიულ ავიაკომპანიას და ნებისმიერი ევროპული მიმართულება არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი“, – განმარტავს ზაქარაძე.