საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ლატვიაში, რიგაში Blttour 2023 ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.
ბალტიისპირეთის ქვეყნებში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 11 კომპანია იყო წარდგენილი.
Blttour 2023-ზე საქართველოს სტენდთან გამოფენის სტუმრები ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ.
გამოფენის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვის მიზნით შეხვედრები გაიმართა ბალტიისპირეთისა და ჩრდილოთ ევროპის ტურისტული, ავიაკომპანიების, ასოციაციების, სამოგზაურო პლატფორმებისა და მედია კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრების ფარგლებში ავიარეისების, ერთობლივი ტურისტული მიმართულებების, ტურიზმის აღდგენის დინამიკის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.
რიგის ტურისტულ გამოფენას 33 ქვეყნის 300-მდე კომპანია და ორგანიზაცია დაესწრო. Blttour 2023-ს 23ათასამდე ვიზიტორი ჰყავდა.