ბილ გეითსმა Breakthrough Energy დააფინანსა და ახლახან გამოაცხადა, რომ მისი პირველი Catalyst პროექტის დაფინანსება, 50 მილიონი აშშ დოლარის გრანტის სახით, LanzaJet-ის Freedom Pines Fuels-ის მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) ქარხანაში, ჯორჯიის შტატში, დაიდებს ბინას.
უნდა აღინიშნოს, რომ Breakthrough Energy Catalyst უნიკალური პროგრამაა, რომელიც ბიზნესებსა და არაკომერციულ ორგანიზაციებს აერთიანებს, რათა დააფინანსონ კომერციული მასშტაბის პროექტები, რომლებიც ძირითადი ტექნოლოგიების დანერგვის პროცესს დააჩქარებს.
გარდა იმისა, რომ LanzaJet-ის Freedom Pines Fuels პროექტი კომპანიის პირველი კომერციული მასშტაბის SAF ქარხანა იქნება, ის მსოფლიოში პირველი ქარხანაც გახდება, რომელიც ალკოჰოლისგან რეაქტიულ SAF-ს აწარმოებს. ამ უკანასკნელით კი იმედოვნებენ, რომ თვითმფრინავის წიაღისეულ საწვავთან შედარებით, იგი ემისიების გამოყოფას მინიმუმ 70%-ით შეამცირებს.
ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ყოველწლიურად სათბურის გაზების ემისიების დაახლოებით 2-3 პროცენტი ავიაციაზე მოდის.

წყარო: ბიოდიზელი ჯორჯია