ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავები, რომელიც ქუთაისი-რომი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ოპერირებენ ფიუმიჩინოს აეროპორტის ნაცვლად, ჩამპინოს აეროპორტში დაეშვებიან.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია 31 მარტიდან ცვლის აეროპორტებს, რაც ნიშნავს, რომ მგზავრებს 30 მარტამდე შეეძლებათ ფიუმიჩინოს აეროპორტში ჩამოსვლა.
ამჟამად Wizz Air ახორციელებს ფრენებს ქუთაისიდან იტალიის ორ ქალაქში – რომსა და მილანში.