ლატვიის ეროვნულმა ავიაკომპანია airBaltic-მა 2023 წელს 4,536 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, რაც 35,8%-ით მეტია 2022 წლის მონაცემებთან შედარებით. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ავიაკომპანიის ფრენების რაოდენობა 18,3%-ით გაიზარდა და 44,1 ათასი შეადგინა.

გასული წლის დეკემბერში ავიაკომპანიამ 339,3 ათასი მგზავრი გადაიყვანა (ზრდა 18%-ით 2022 წლის დეკემბერთან შედარებით) და შეასრულა 3,6 ათასი ფრენა (ზრდა 14%-ით).

airBaltic-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარტინ გაუსმა აღნიშნა, რომ 2023 წელი იყო მიღწევების ავიაკომპანიისთვის მგზავრთა რაოდენობის სტაბილური ზრდისა და მარშრუტების ქსელის გაფართოების მიმართულებით.

“როდესაც 2024 წლისკენ ვიყურებით, ჩვენ სრულ ყურადღებას ვაქცევთ დაგეგმილ IPO-ს. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს მივაღწიოთ უკეთეს შედეგებს და გავაძლიეროთ airBaltic, როგორც წამყვანი ავიაკომპანია და ბრენდი ბალტიისპირეთში”, – თქვა მან.

როგორც ცნობილია, airBaltic-მა 2022 წელს 3,34 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, რაც 2,1-ჯერ მეტია 2021 წლის მონაცემებთან შედარებით, მაგრამ 33,8%-ით ნაკლები 2019 წლის მონაცემებზე.