სამხრეთ კორეის ფლაგმანი ავიაკომპანია Korean Air ჩარტერულ რეისებს სეული-თბილისი-სეულის მიმართულებით 30 მაისიდან განაახლებს. ზაფხულის სეზონზე ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩარტერულ ფრენებს განახორციელებს.
თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი Korean Air-მა გასული წლის მაისში შეასრულა.
სამხრეთ კორეული ავიაკომპანია Korean Air 1962 წელს დაფუძნდა. დღეისათვის ავიაკომპანია ფრენებს 50 ქვეყანაში, 114 სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.
მთავარი ავიაკომპანიები 30 მაისიდან სეული-თბილისის მიმართულებით ჩარტერული ავიარეისების განხორციელება იწყება