ავიაკომპანია Ethiopian Airlines-ის კუთვნილი Boeing 737 MAX-ის ავიაკატასტროფის სავარაუდო მიზეზი ფრინველთან, ან სხვა რაიმე საგანთან შეჯახება გახდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი სანდრო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

​წყაროს ცნობით, ინციდენტის შემდეგ თვითმფრინავში გააქტიურდა მანევრირების კორექციის სისტემა (MCAS), რამაც საბოლოო ჯამში თვითმფრინავის ჩამოვარდნა გამოიწვია.

როგორც ცნობილია, ევროკავშირმა მის ტერიტორიაზე, პრევენციის მიზნით, გამოძიების დასრულებამდე, Boeing 737 MAX-ის ფრენები შეაჩერა.

შეგახსენებთ, რომ 10 მარტს ეთიოპიაში ჩამოვარდნილი Ethiopian Airlines-ის Boeing 737 MAX-ის ყველა მგზავრი დაიღუპა. ბორტზე სულ 157 ადამიანი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის ზუსტი მიზეზი დღემდე დაუდგენელია.